воскресенье, 20 октября 2013 г.

პედაგოგიური კვლევის ანგარიში
Ø  ღონისძიების დასახელება:  კვლევა სკოლაში ინკლუზიური განათლების დანერგვასთან დაკავშირებით
*      კვლევის ავტორები:
1.      ელისო მაწკეპლაძე, სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის, სოფელ გელათის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის სერტიფიცირებული  მასწავლებელი
2.      ასმათ დათიაშვილი, სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის, სოფელ გელათის საჯარო სკოლის ინგლისური ენის  სერტიფიცირებული  მასწავლებელი
*      ჩატარების ადგილი და ხანგრძლივობა: სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლა, 12-26 მარტი, 2012 წელი
Ø  კვლევის მიზანი და ამოცანები: კვლევის მიზანია, გამოვკვეთოთ ძირითადი პრობლემა, რომელიც ხელს უშლის შშმ მოსწავლეთათვის სასურველი  გარემოს შექმნას,  მათ  ადაპტაციას კლასში, სოციუმში დამკვიდრებას. კვლევის შედეგად გაირკვა , რა ინფორმაციას ფლობდნენ  მშობლები   ინკლუზიური განათლების  შესახებ.
Ø   

Ø  რეზიუმე:
პედაგოგიური პრაქტიკიდან გამომდინარე, გავლილი საზაფხულო სასწავლო პროგრამის ,,ინკლუზიური განათლება და სასკოლო პრაქტიკა’’ შესაბამისად,   ჩვენთვის  პრიორიტეტული გახდა ამ საკითხთან დაკავშირებით პრობლემების  კვლევის აუცილებლობა. მოგახსენებთ, რომ სკოლაში გვყავს შშმ მოსწავლეები, რომლებსაც უჭირთ კლასში, საზოგადოებაში ადაპტაცია, რაც, ბუნებრივია, აისახება მათი სწავლა-სწავლების პროცესზე.
ჩემს კოლეგასთან, ასმათ დათიაშვილთან  ერთად დავგეგმეთ კვლევის ჩატარება, დავიწყეთ ამ საკითხთან დაკავშირებული არსებული, ჩვენთვის ხელმისაწვდომი  კვლევებისა და ლიტერატურის შესწავლა და ანალიზი.    ავარჩიეთ კვლევის მეთოდი - ანკეტირება.
 კვლევა ჩატარდა ჩვენს მიერ წინასწარ შედგენილი ანონიმური ანკეტების საშუალებით.  სკოლის ბაზაზე  გამოიკითხა სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეთა (სულ სკოლაში 106 მოსწავლეა)  50 მშობელი.  
კვლევამ აჩვენა, რომ:
1. ზოგიერთი (16%) შიშობს, რომ  შეზღუდულობა გადამდებია და შეიძლება დეპრესიაც გამოიწვიოს
2. ზოგს (44%) ეცოდება შშმ ადამიანები და არ იშურებენ მათ მიმართ სიბრალულის გამომხატველ ფრაზებს (რაც ხშირად ამცირებს ადამიანის ღირსებას)

3. ზოგიერთი (8%) არაკეთილგანწყობილია შშმ პირთა მიმართ, ისინი ცდილობენ არასასურველი კონტაქტების თავიდან აცილებას, (რაც შეიძლება შშმ პირის ღრმა დეპრესიის მიზეზიც გახდეს)

4. ზოგი (10%) მიიჩნევს, რომ ასეთი ადამიანები გადამეტებული ყურადღების ქვეშ უნდა მოექცნენ,  (რაც იწვევს იმას, რომ შშმ პირები ვეღარ ახდენენ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას)
5. ზოგი (22%) თვლის, რომ ,,უნარშეზღუდული’’ ადამიანებისათვის აუცილებელია მხოლოდ სიტყვიერი ან ფინანსური დახმარება.
6. ბენეფიციართა ნაწილი (62%) მიიჩნევს, რომ შშმ მოსწავლემ არ უნდა ისწავლოს ზოგადასაგანმანათლებლო სკოლაში,

7. გამოკითხულთა 38% თვლის, რომ ინკლუზიური განათლების დანერგვისა და განხორციელების პროცესში უნდა ჩაერთონ მხოლოდ მასწავლებლები და ფსიქოლოგები...

        ამის შემდეგ მე და ჩემმა კოლეგამ მიზნად დავისახეთ, შშმ პირთა მიმართ საზოგადოების ამ ნაწილის  დამოკიდებულების შეცვლა, მასწავლებლებსა და მშობლებს შორის  თანამშრომლობის განვითარება, გამოცდილებების გაცვლა, შეზღუდული შესაძლებლობებისა და ინკლუზიური  განათლების შესახებ ინფორმაციის მიწოდება   კვლევაში ჩართული ბენეფიციალებისათვის. მივაწოდეთ  მასალები მარტივად და საინტერესოდ სლაიდების საშუალებით,  ვაჩვენეთ ფილმი ,,როგორ ინგრევა კედელი’’, ჩავრთეთ ისინი სხვადასხვა აქტივობებში (გამოვიყენეთ ,,საზაფხულო სკოლის’’ - ხელმძღვანელი: ნატო ქობულაძე- მასალები).

ინფორმაციის მიწოდების შემდეგ  ისევ ჩავატარეთ ანკეტირება.  მეორედ ჩატარებულმა კვლევამ გვაჩვენა, რომ:
 1. მათ, ვინც შიშობდა,  რომ  შეზღუდულობა გადამდებია და შეიძლება დეპრესიაც გამოიწვიოს, მთლიანად შეეცვალათ შეხედულება ამ საკითხთან დაკავშირებით,
2. იმ ადამიანთა რიცხვიც შემცირდა, რომელთაც   ეცოდებოდა შშმ ადამიანები და არ იშურებდნენ  მათ მიმართ სიბრალულის გამომხატველ ფრაზებს (რაც ხშირად ამცირებს ადამიანის ღირსებას)
3.  შშმ პირთა მიმართ  არაკეთილგანწყობილთა რიცხვი განახევრდა. 
4. მათი რიცხვიც შემცირდა, ვინც  მიიჩნევდა, რომ შშმ  ადამიანები გადამეტებული ყურადღების ქვეშ უნდა მოექცნენ,  (რაც იწვევს იმას, რომ შშმ პირები ვეღარ ახდენენ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას)
5. საზოგადოების ნაწილი დარწმუნდა,  რომ ,,უნარშეზღუდული’’ ადამიანებისათვის მარტო სიტყვიერი ან ფინანსური დახმარება არ კმარა.  მათ გარკვეული მხარდაჭერა და პატივისცემა სჭირდებათ.
6. ბენეფიციართა უკვე  მხოლოდ 32% მიიჩნევს, რომ შშმ მოსწავლემ არ უნდა ისწავლოს ზოგადასაგანმანათლებლო სკოლაში.
           7.  13% თვლის, რომ ინკლუზიური განათლების დანერგვისა და განხორციელების პროცესში უნდა ჩაერთონ მხოლოდ მასწავლებლები და ფსიქოლოგები...
აქედან გამომდინარე, კვლევებზე დაყრდნობით ვაცხადებთ, რომ თუ საზოგადოებას დროულად, სწორად და ჯეროვნად მივაწვდით ინფორმაციას ინკლუზიური განათლების, შშმ მოსწავლეთა შესახებ, თავიდან ავიცილებთ მთელ რიგ პრობლემებს, რომლებიც გვხვდება სკოლებში ინკლუზიური განათლების დაგეგმვასთან დაკავშირებით.
Ø  ღონისძიების მნიშვნელობის დასაბუთება:
1.      მოვაგროვეთ ჩვენთვის საინტერესო ინფორმაცია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით,  განგვივითარდა  კვლევის უნარ-ჩვევები.
2.      ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია  ამ კვლევის ჩატარება და შესაბამისად იმის პრეზენტაცია კოლეგებისათვის, რომ ყველა პრობლემის თავიდათავი საზოგადოების ნაკლებინფორმირებულობაა. გავეცით რეკომენდაცია
3.      გვაქვს სურვილი,  ისევ ვიმუშაოთ პედაგოგიურ კვლევებზე, გავცეთ რეკომენდაციები

Ø  თარიღი:  26 მარტი, 2012 წელი